მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალი ზაფხულში ალფონსო დევისი დამატებას შეეცდება და მას სასურველ კონტრაქტსაც შესთავაზებს.
თუმცა, გერმანიაში კანადელის გაშვება არ სურთ და ბაიერნის პრეზიდენტის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა მცველი გუნდში დარჩება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს.
"ის ჩვენთან 2025 წლის ივნისამდეა კონტრაქტით. დევისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფულბეკია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ალფონსო და იმედი მაქვს, რომ მასაც სურს დარჩენა"
შეგახსენებთ, რომ დევისი რეკორდმაისტერის რიგებში 2019 წლიდან ირიცხება და მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხა Transfermart-ის ცნობით 70 მილიონი ევროა.