საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა ოსერს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ოსერის კარში სამივე გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა და როგორც მოსალოდნელი იყო, ზუკა ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
გარდა სიმბოლურში მოხვედრისა, დავითაშვილს უმაღლესი შეფასება დაუწერეს (10.0), რაც იმას ნიშნავს, რომ დავითაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეც ავტომატურად გახდა, - იხილეთ ფოტო