ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის მეორე ლიგაში კარგი თამაში დაუფასდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სხვათა შორის, ბორდოდან ამის გაკეთება მხოლოდ ქართველმა ნახევარმცველმა შეძლო.
ლიგა 2-ის 30-ე ტურში ბორდომ პარიზთან ფრედ, 3:3 ითამაშა, დავითაშვილმა კი თავის გამოჩენა როგორც გატანილი გოლით, ისე გაკეთებული საგოლე გადაცემით შეძლო.
გარდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრისა, ისიც სათქმელია, რომ ბორდოს ქომაგებმა ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.