უოტფორდის მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე დადებითად ისაუბრა.
მისი თქმით, არის კომპონენტი, რომლის დახვეწის შემთხვევაშიც ქართველი ფეხბურთელის ლიმიტი საერთოდ გაქრება.
ჩაკვეტაძეს ბევრი სხვადასხვა თვისება აქვს უმაღლეს დონეზე აყვანილი. მაგალითად, ბურთის ტარება, პოზიციების შერჩევა და ბურთის დამუშავება. თუ ის საჯარიმოს მისადგომებთან და შიგნითაც მეტად პროდუქტიული გახდება, მისი ზღვარი საერთოდ აღარ იარსებებს.
- თქვა კლევერლიმ.
ცნობისთვის, უოტფორდი მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, შეფილდ უენსდეისთან სტუმრად გამართავს.