როგორც უკვე იცით, 2025 წლის ზაფხულიდან 17 წლის ვახტანგ სალია ნიუკასლ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება.
ამავე კლუბის სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა თქვა, რომ ქართველის ყიდვა მათ 4 სხვადასხვა გრანდს დაასწრეს.
მოხარულები ვართ, რომ ვახტანგის შესაძენად დავამარცხეთ და დავასწარით სხვა ტოპკლუბებს. სალიათი დაინტერესებულთა შორის იყვნენ ბარსელონა, ლივერპული, მადრიდის ატლეტიკო და პარი სენ-ჟერმენი.
- ამბობს მიტჩელი.
17 წლის სალიას ტრანსფერს ნიუკასლის ფანები დიდი მოლოდინებით და ამბიციებით ხვდებიან.