იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას და რაფაელ ლეაოს კვლავ აქტიურად ადარებენ ერთმანეთს. Gonfie La Rete-მ დაწერა, რომ ბოლო პერიოდში ქართველი მილანის ვინგერს აღემატება, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
ბოლო პერიოდში ლეაო ისეთივე კარგი აღარ არის, როგორიც თავიდან იყო. უწინ მილანმა სკუდეტომ დიდწილად მისი მშვენიერი თამაშიდან გამომდინარე მოიგო, ახლა კი ფონსეკა მას როტაციაში ახვედრებს.
სხვა ვითარებაა კვარაცხელიას შემთხვევაში, რომელსაც საფეხბურთო შიმშილი მუდამ ეტყობა. მეორე ჩავარდნილ სეზონშიც კი ხვიჩამ ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ლეაომ.
ამ ორ ფეხბურთელს სწორედ ის განასხვავებს, რომ ქართველს მუდმივად დაუოკებელი შიმშილის გრძნობა აქვს და არ ახასიათებს ლეაოსავით კონცენტრაციის დაკარგვა.
- წერს გამოცემა.