გუშინ, ჩვენი დროით 22:30-ზე გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ამხანაგური შეხვედრა უიკომბის წინააღმდეგ გამართა, სადაც ისინი 3:2 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქართველმა არა 16-ნომრიანი მაისურით, არამედ 8 ნომრით ითამაშა, ახალი ციფრი კი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, - ჩაკვემ სუპერ სოლო გოლი გაიტანა, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ შექებისა და აღნიშვნის გარეშე არ დატოვა.
უდიდესი პოზიტივია, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ბრუნდება ფორმაში გიორგი ჩაკვეტაძე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ქართველი ნამდვილი ინტელიგენტია. მან კარგად იცის თუ როგორ შეარჩიოს პოზიციები და ბურთთანაც შესანიშნავი ხარისხი გააჩნია.
გიორგი ჩაკვეტაძე არის ადამიანი, რომელიც განვითარებისკენ დაუცხრომლად მიიწევს და საამისოდ უდიდესი მოტივაცია აქვს. ის პასუხისმგებლობას ბოლომდე გრძნობს. ჩაკვემ თავისას უკვე მიაღწია.
- თქვა ტომ კლევერლიმ.
ცნობისთვის, უოტფორდი თავის მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, 18:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ბრენტფორდი იქნება.