"ვინისიუს პირადად ვესაუბრე და ძალიან მოწყენილი იყო" - ბენზემა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე » სპორტის ხაზი

"ვინისიუს პირადად ვესაუბრე და ძალიან მოწყენილი იყო" - ბენზემა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე

"ვინისიუს პირადად ვესაუბრე და ძალიან მოწყენილი იყო" - ბენზემა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე
30-10-2024, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

ვინისიუსის ყოფილმა თანაგუნდელმა, კარიმ ბენზემამ 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტიტული ბრაზილიელ შემტევს ეკუთვნოდა.

"როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ოქროს ბურთს უეჭველად ვინისიუსი იმსახურებდა, მან ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

პირადადაც ვესაუბრე და ძალიან მოწყენილი იყო ამ ფაქტის გამო, რაც სავსებით ნომრალურია - რთულია, როცა ყველამ იცის რომ ოქროს ბურთს შენ მოიგებ, მოულოდნელად კი ყველაფერი იცვლება
", - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ყველა ვინისიუს ჟუნიორი ეგონა, თუმცა, ბოლო მომენტში გახდა ცნობილი, რომ ჯილდო მანჩესტერ სიტის შუახაზელ როდრის გადაეცემოდა, რის გამოც მადრიდის რეალის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ მისულან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი