ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი ანტონის გაყიდვას შეეცდება - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
მათი მტკიცებით, მიზეზი ბრაზილიელი შემტევის არასახარბიელო სტატისტიკა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდიდან გაშვებაა, როგორც ირკვევა 24 წლის ვინგერს ყოფილი მწვრთნელი "მფარველობდა", ხოლო ახალი მწვრთნელის გეგმებში დიდად არ შედის.
შეგახსენებთ, ენტონიმ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯამურად მან მოედანზე მხოლოდ 155 წუთი გაატარა.
რაც შეეხება ენტონის და მანჩესტერ იუნაიტედის კონტრაქტს, ის 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, Transfermarkt-ის ინფორმაციით, კი მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა.