ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდმა ბარსელონას უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
სტუმართა გუნდიდან დუბლი გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ, ჰანს ფლიკის დაბრუნებასთან ერთად საოცრად ათამაშდა.
"რასაც ფლიკი აკეთებს, უბრალოდ გასაოცარია და ამას ყველა ნათლად ხედავს - მასთან ერთად გატარებული თითოეული წამით, ფეხბურთელები სიამოვნებას ვღებულობთ და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ.
ელ კლასიკოშიც დავინახეთ, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, 36 წლის ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.