მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ცოფურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს » სპორტის ხაზი

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ცოფურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ცოფურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
23-10-2024, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ორმა ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზემ, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს დღემდე უკვე მოპოვებული ჰქონდა ოთხი მედალი – გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67 კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძეც (82 კგ). 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ექვსი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი