UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამრის დაცვას შეეცდება.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ამავე ორგანიზაციის მებრძოლმა ბელალ მუჰამედმა ჰოლოუეის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
"მოუთმენლად ველოდები, როცა მაქს ჰოლოუეი ამ ჯუჯას დაანოკაუტებს და შრეკში თავისი როლის სათამაშოდ დაბრუნდება", - წერს ბელალი.
შეგახსენებთ, ილიას და ბელალს შორის ურთიერთობა რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა და მებრძოლებმა სხვადასხვა ინტერვიუებში "სიტყვა გაცვალეს".