UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამრის დაცვას შეეცდება.
მოახლოებული ბრძოლის წინ, ამავე ორგანიზაციის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მე ილიას დავუჭერ მხარს, რადგან ის ქართველია, მე კი საქართველოში დავიბადე. მომწონს მისი სტილი, თოფურია ახალგაზრდაა და მსურს მან გაიმარჯვოს, რადგან ახალი თაობის წარმომადგენელია და ძველი თაობა უნდა ჩანაცვლდეს", - განაცხადა ცარუკიანმა.