MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის არიელ ჰელვანის გადაცემამ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად ბრაზილიელი ალექს პერეირა დაასახელა.
პერეირა ჯილდოს მიღებას გამოეხუმარა და განაცხადა, რომ მას ილია თოფურიაც იმსახურებს.
"წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულს ილია თოფურიას გავუყოფ, რადგან 2024 წელს ისიც შესანიშნავი იყო და ჩვენ ორივენი წლის მებრძოლები ვართ", - განაცხადა პერეირამ.