გაკვეთილი ნაპოლის - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა პსჟ-ში ხელფასის სიდიდით » სპორტის ხაზი

გაკვეთილი ნაპოლის - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა პსჟ-ში ხელფასის სიდიდით

გაკვეთილი ნაპოლის - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა პსჟ-ში ხელფასის სიდიდით
29-01-2025, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული კარიერა უკვე დაიწყო და აქტივში პირველი შედეგიანი გადაცემაც ჩაითვალა, ფრანგული მედია კი მის თამაშს დადებითად გამოეხმაურა.

ქართველი მოთამაშის გუნდის გამოცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელფასო შემოსავალი გახლდათ, რაც ნაპოლიში კვარას აშკარად შეუსაბამო და შეუფერებელი ჰქონდა.

თუ ხვიჩა ნაპოლიში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ახლა ის 16 მილიონ ევრომდე აიღებს, რაც ძალიან დიდი სხვაობაა.

როგორც ირკვევა, პსჟ-ში ყველაზე მეტს უსმან დემბელეს უხდიან (20მლნ), შემდეგ მოდიან ლუკას ერნანდესი (19მლნ) და მარკინიოსი (16.8მლნ). რაც შეეხება კვარას, ის მეოთხე ადგილს იკავებს (16.3მლნ) და ნაპოლის მსგავსად ბოლო ადგილებზე არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი