საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი პსჟ საკუთარ მოედანზე ლიონს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს ნახევარმცველმა დანილო პერეირამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და უკმაყოფილება ვერ დამალა.
"კლუბს პატივს არ ვცემთ, თითქოს მოედანზე ბოლომდე არ ვიხარჯებით. თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, ჩემპიონობის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
გასაგებია, რომ ახლა გუნდი რთულ პერიოდს გადის, მაგრამ სხვაობა არც ისე დიდია - მხოლოდ ექვსი ქულა. ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ", - თქვა პერეირამ.
ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ პსჟ 66 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევრებს, ლანსა და მარსელ 6 ქულით უსწრებს.