როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი დაშავდა და მოედანს აპრილია ბოლომდე ვერ დაბრუნდება.
“წითელმა ეშმაკებმა” “ბაიერნიდან” იჯარის წესით მარსელ ზაბიცერის გადაბირება განიზრახეს. ავსტრიელი მიუნხენიდან მანჩესტერში უკვე გაფრინდა და კლუბთან შეთანხმებას მალე მოაწერა ხელს.