იტალიური მედიის მტკიცებით, რომა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომას უახლოეს საათებში უზბეკი ელდორ შომუროდივი დატოვებს და მის შემცვლელად კლაუდიო რანიერი ორ ვარიანტს განიხილავს, ერთი ლორენცო ლუკაა (უდინეზე) ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძე.
იწერება ისიც, რომ ფინანსურ კრიზიში მყოფი ლიონი მზადაა მიქაუტაძე იტალიურ გუნდს დაუთმოს, თუმცა მხოლოდ 30+ მილიონი ევროს სანაცვლოდ.