ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ში" სადებიუტო მატჩის კვირაშივე ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.
ქართველმა შემტევმა "რეიმსთან" სადებიუტო მატჩსი გამოიჩინა თავი და გულშემატკივრის მოწონებაც დაიმსახურა.
პარიზელები ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას 1 თებერვალს, 20:00 საათზე "ბრესტის" წინააღმდეგ ითამაშებენ.