ქართველები ლიგაზე - კაშია ჟირონასთან, კიტეიშვილი კი სპორტინგთან » სპორტის ხაზი

ქართველები ლიგაზე - კაშია ჟირონასთან, კიტეიშვილი კი სპორტინგთან

ქართველები ლიგაზე - კაშია ჟირონასთან, კიტეიშვილი კი სპორტინგთან
დღეს, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს სცენაზე ორი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ოთარ კიტეიშვილი წარსდგება.

გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა ჟირონას გასვლაზე ეთამაშება. სლოვაკები ორი ტურის შემდეგ ქულის გარეშე არიან, ისევე როგორც მასპინძლები. შესაბამისად, ეს მატჩი საკმაოდ პრინციპული იქნება.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მისი შტურმი პორტუგალიაში ჩავა და სპორტინგის დამარცხებას შეეცდება, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ავსტრიელებს კი ჯერ ქულაც არ აუღიათ.

ცნობისთვის, ერთიც და მეორე შეხვედრაც ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი