საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ 2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგაზე მიიღოს მონაწილეობა.
კაშიას სლოვან ბრატისლავა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საფინალო ეტაპზე დანიურ მიდტიულანდს ხვდება, ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი სლოვაკები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.
აღნიშნული შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება, გურამ კაშია კი ძირითად შემადგენლობაშია!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამავე მატჩის ხილვა ქართული ტელევიზიებიდან სილქ უნივერსალზე შეგეძლებათ.