სეზონის ბოლოს წავა - ერიქსენი მანჩესტერს დაემშვიდობება » სპორტის ხაზი

სეზონის ბოლოს წავა - ერიქსენი მანჩესტერს დაემშვიდობება

სეზონის ბოლოს წავა - ერიქსენი მანჩესტერს დაემშვიდობება
დღეს, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერ იუნაიტედი კრისტიან ერიქსენისთვის ხელშეკრულების განახლებას არ გეგმავს.

როგორც იწერება, 32 წლის ფეხბურთელი ახალი პროექტის ნაწილად არ განიხილება და დიდი ალბათობით, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა დატოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ერიქსენს კვლავ ამსტერდამის აიაქსს უკავშირებენ. ეს არის კლუბი, სადაც კრისტიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში დაიწყო.

სკანდინავიელი ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ წითელი ეშმაკების მაისურით 81 მატჩი გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი