ცენტრალური მატჩი - მადრიდის რეალი დორტმუნდს უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

ცენტრალური მატჩი - მადრიდის რეალი დორტმუნდს უმასპინძლებს

ცენტრალური მატჩი - მადრიდის რეალი დორტმუნდს უმასპინძლებს
დღეს, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალური დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი რეალი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.

პირველი ორი ტურის შემდეგ მადრიდელებს 3 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილის მე-17 პოზიციაზე არიან, დორტმუნდი კი პირველ ადგილს 6 ქულით და ბურთების საუკეთესო შეფარდებით იკავებს, - 10:1.

ბოლოს ეს ორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ფინალში შეხვდნენ, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

დანაკლისის სახით, პრობლემა ორივე გუნდს აქვს. მასპინძლებს გამოცდილი დანი კარვახალი არ ეყოლებათ, დორტმუნდს კი წინა ტურში ჰეთ-ტრიკის ავტორი კარიმ ადეიემი დააკლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი