ლივერპული ისევ პირველია - ენფილდზე სლოტის გუნდმა მოიგო » სპორტის ხაზი

ლივერპული ისევ პირველია - ენფილდზე სლოტის გუნდმა მოიგო

ლივერპული ისევ პირველია - ენფილდზე სლოტის გუნდმა მოიგო
20-10-2024, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი ლივერპულსა და ჩელსის შორის შედგა, რომელიც ენფილდის ბინადრებმა 2:1 მოიგეს.

მატჩის პირველი გოლი სლოტის გუნდმა 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ გაიტანა (პენალტით), გამათანაბრებელი კი ჩელსიმ მეორე ტაიმის სტარტზე, კერძოდ 48-ე წუთზე ჯექსონის კარგი ფინიშინგის შემდეგ შეაგდო.

თამაშის უკანასკნელი სიტყვა კურტის ჯონსმა თქვა, რომელმაც მოჰამედ სალაჰის მშვენიერი ასისტი გოლად 51-ე წუთზე აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ მომენტისთვის ლივერპული გათამაშების ცხრილის პირველ ადგილს 21 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი