პრემიერ ლიგის მერვე ტურში ცენტრალური შეხვედრა ენფილდზე ადგილობრივი ლივერპულისა და ჩელსის გუნდებს შორის გაიმართება.
ჩელსის დამრიგებელმა, ენცო მარესკამ სასტარტოში დიდი ხნის შემდეგ რის ჯეიმსი დააყენა, რაც მარესკამ ასე ახსნა:
ბოლო ორი კვირაა რისი კარგად ვარჯიშობს და სწორედ ამიტომაა ის ძირითადში ლივერპულთან.
ძალიან იოლი იყო მისი არჩევა ძირითადისთვის. ის ტრავმირებული იყო, მაგრამ უკვე დაბრუნდა და ვიმედოვნებთ, რომ წუთების მიღებას და თამაშს სტაბილურად შეძლებს.
- თქვა მარესკამ.