მაინც მოიგეს - სიტიმ ვულვზთან რთული ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა » სპორტის ხაზი

მაინც მოიგეს - სიტიმ ვულვზთან რთული ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა

მაინც მოიგეს - სიტიმ ვულვზთან რთული ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა
20-10-2024, 19:12
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აუტსაიდერ ვულვერჰემპტონს ეწვია და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 1:2 მოიგო.

სიტიმ გოლი მალევე, კერძოდ შეხვედრის მე-7 წუთზე ლარსენისგან გაუშვა, გამათანაბრებელი გოლი კი იოსკო გვარდიოლმა შორეული დარტყმით 33-ე წუთზე გაიტანა.

გვარდიოლას გუნდს უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ სიტიმ მოპოვებული ბურთი ბევრ სახიფათო მომენტში ვერ გარდასახა. მიუხედავად ამისა, ქალაქელებმა გამარჯვება მაინც შეძლეს. გამარჯვების გოლი ჯონ სტოუნსმა ფილ ფოდენის ჩაწოდების შემდეგ ბოლო წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

ამ მომენტისთვის მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის პირველ ადგილს 20 ქულით იკავებს, მეორეადგილოსანი ლივერპული კი 18 ქულითაა და თავის შეხვედრას 30 წუთში ჩელსისთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი