ფაბრიციო რომანომ ერიკ ტენ ჰაგის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ნიდერლანდელმა მწვრთნელმა სკოტ მაკტომინეის ნაპოლიში გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
სიმართლე თუ გაინტერესებთ, თავად სულ არ მსურდა, რომ ის ნაპოლიში წასულიყო, თუმცა ხელმძღვანელობამ ეს ყოველივე ფეარპლეის წესების დასარეგულირებლად გააკეთა.
საერთოდ არ მიკვირს ის, რომ სკოტი ნაპოლიში გამორჩეულია და კარგად თამაშობს, რადგან ის უმაღლესი კლასის ნახევარმცველია.
- თქვა ტენ ჰაგმა.
სკოტ მაკტომინეიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.