ნაპოლის ახალმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ ჟურნალისტებთან საუბრისას საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა.
"ვისთან ერთადაც მითამაშია ფიზიკურად ყველაზე ძლიერი რომელუ ლუკაკუ, თუ ტექნიკის მხრივ ავიღებთ, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია.
ხოლო მეტოქის ამპლუაში რა თქმა უნდა ლიონელ მესი", - განაცხადა მაკტომინეიმ.
ცნობისთვის, 27 წლის შოტლანდიელი ფეხბურთელი აქამდე მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 255 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 29 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით მოახერხა.