"დასასრული ახლოვდება და ვცდილობ თითოეული წამით დავტკბე" - მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

"დასასრული ახლოვდება და ვცდილობ თითოეული წამით დავტკბე" - მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"დასასრული ახლოვდება და ვცდილობ თითოეული წამით დავტკბე" - მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
18-10-2024, 11:33
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების და ინტერ მაიამის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? როცა დრო მოვა ვნახავთ. აჩქარება არ მიყვარს, ვცდილობ ფეხბურთში თითოეული დღით დავტკბე, რადგან დასასრული ახლოვდება. ვცდილობ ყოველი წამით დავტკბე, მადლობა ღმერთს, იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ოცნებას მივაღწიე", - განაცხადა მესიმ.

ცნობისთვის, 23/24 სეზონში ჩატარებულ ყველაზე ტურნირზე მესიმ ინტერ მაიამის მაისურით 21 შეხვედრაში 19 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი