მესი: "ტელეფონს ხშირად ვიყენებ, მაგრამ ვცდილობ არაფერი მოვიწონო და დავაკომენტარო, რადგან.." » სპორტის ხაზი

მესი: "ტელეფონს ხშირად ვიყენებ, მაგრამ ვცდილობ არაფერი მოვიწონო და დავაკომენტარო, რადგან.."

მესი: "ტელეფონს ხშირად ვიყენებ, მაგრამ ვცდილობ არაფერი მოვიწონო და დავაკომენტარო, რადგან.."
22-09-2023, 18:44
Aa Aa
გაზიარება:

ინტერ მაიამის და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ბოლო ინტერვიუში განმარტა თუ რატომ არ აქტიურობს სოციალურ ქსელში.

"ხშირად, როდესაც ვისვენებ ხელში ტელეფონი მიჭირავს, თუმცა ვცდილობ, რომ არაფერი "დავალაიქო" და არც კომენტარებს ვწერ - რაღაც სულელობა შეიძლება გამოაქვეყნა და მერე ეს მაშინვე ყველგან გავრცელდება.

არის რაღაცეები, რასაც ვცდილობ თავი მუდმივად ავარიდო და ეს ყველაფერი იმის გამო, რაც შეიძლება ამას შემდგომში მოყვეს. თუმცა, ყოველდურ ცხოვრებაში, ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნის დროს თავს არაფერში ვიზღუდავ
", - განაცხადა მესიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი