ნაპოლის ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველთან უკვე მშვენიერი გუნდელობა და პარტნიორობა აკავშირებს.
ნაპოლიში მოსვლისას კონტემ მალევე მითხრა, რომ მის სათამაშო სქემაში ბურთი დიდი ხნით არ მექნებოდა და ისე ვერ იქნებოდა, როგორც ინტერში ლაუტაროსთან ერთად თამაშისას იყო. მაშინ ორივემ ვიცოდით, თუ სად მოგვეძებნა ერთმანეთი და ძლიერი მეწყვილეობა ჩამოვაყალიბეთ.
ახლა ზუსტად ასე ვარ ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით თამაშისას. კონტე ამაში საკმაოდ კარგია. მან იცის თუ როგორ შეათამაშოს საკუთარი ფეხბურთელები.
- თქვა რომელუ ლუკაკუმ.