სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მადრიდის რეალის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და რეალის ლიდერმა გასულ თვეში ჯამურად ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
რეალის ახალმა 9 ნომერმა გოლები რეალ ბეტისს, ალავესს, ესპანიოლს, შტუტგარტსა და რეალ სოსიედადს გაუტანა. გარდა ამისა, კილიანმა ერთი ასისტიც მიითვალა.