UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან მოახლოებულ ბრძოლაზე არიელ ჰელვანის შოუში ისაუბრა.
"ბრძოლის პირველ ათ წამში ოქტაგონის ცენტრში დავდგები და ჰოლოუეის კანვასისკენ მივანიშნებ - მსურს, რომ ფანებს ორგანიზაციის ისტორიაში საუკეთესო ათი წამი ვაჩუქო, რადგან ისინი ამას იმსახურებენ", - განაცხადა ილიამ.
შეგახსენებთ, ტიტულის დაცვას თოფურია 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეეცდება.