"პატარა გიორგიც ასე ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში" - მიქაუტაძის დედის კომენტარი ვიდეოზე » სპორტის ხაზი

"პატარა გიორგიც ასე ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში" - მიქაუტაძის დედის კომენტარი ვიდეოზე

"პატარა გიორგიც ასე ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში" - მიქაუტაძის დედის კომენტარი ვიდეოზე
16-10-2024, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

უკვე საკმაოდ ბევრმა გულშემატკივარმა ნახა ვიდეო, სადაც პატარა ქართველი, გიორგი მიქაუტაძეს ხელს ართმევს და ამით ძალიან გახარებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა გიორგი მიქაუტაძის დედის, ნათია მიქაუტაძის, კომენტარი.

"გამახსენდა, როცა პატარა გიორგიც ასეთი გახარებული და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში თავისი საყვარელი ფეხბურთელების ნახვის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა, თავის ჯერიც დადგებოდა და ისიც ასე გაახარებდა ბავშვებს და მადლობა უფალს, ასეც ხდება უკვე რამდენიმე წელია და ღვთის წყალობით, იმედია კიდევ დიდი ხანი ასე გაგრძელდება.

მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი. დრო რომ მოვა, მათაც ასე გაეხარებინოთ ბავშვები და ბედნიერება ეჩუქებინოთ. უსაყვარესები ხართ ბავშვებო."


- ვკითხულობთ Geo Team-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი