როგორც ჟურნალისტი ნათია ბერიძე წერს, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაიცვალა:
"როგორც გავიგე კვარას ბებია ყავს დაღუპული ახლა და ამის პარალელურად ასეთი შემართებით ითამაშა ამ საოცარმა ბიჭმა. ტკივილის და დარდის მიუხედავად ის იქ იყო და იმ საქმეს აკეთებდა რასაც მთელი მსოფლიო მისგან ელოდა! მადლობა ოქროს ბიჭო! ვაფასებთ", - წერს ნათია ბერიძე.
ცნობისთვის, იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ შინ იუვენტუსს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი გახდა, რომელმაც გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეაპოლიტანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.