"თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ტკბილი" - იტალიური პრესა კვარაცხელიას შეყვარებულზე წერს » სპორტის ხაზი

"თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ტკბილი" - იტალიური პრესა კვარაცხელიას შეყვარებულზე წერს

"თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ტკბილი" - იტალიური პრესა კვარაცხელიას შეყვარებულზე წერს
16-11-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

14 ნოემბერს, თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა, სადაც ჩვენი გუნდი 84:85 დამარცხდა. თამაშს ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად დაესწრო.

ქართული წყვილი იტალიური მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა - „თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ტკბილი: ვინ არის ნიცა თავაძე, ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული“ - ამ სათაურის ქვეშ არის წარმოდგენილი ის სტატიები, რომელიც ხვიჩასა და ნიცას წყვილს მიეძღვნა.

Internapoli: "ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, ქართველმა, ფაქტობრივად, განდევნა ყოველგვარი ეჭვი და შიში ნეაპოლიტანელთა გონებიდან. შემდეგ კი, ხვიჩამ შესვენებით ისარგებლა, საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში რამდენიმე დღით დაისვენოს. ამას აკეთებს თავის ლამაზ შეყვარებულთან, 21 წლის ნიცა თავაძესთან ერთად, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია."

AreaNapoli.it : "კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად სეზონის გასაოცრად დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, რათა რამდენიმე დღით შინ დაისვენოს. ნაპოლის თავდამსხმელი მისი შეყვარებულის, ნიცა თავაძის გვერდით იმყოფება."

CalcioNapoli24 : "ნაპოლის სერია A-ში ბოლო რამდენიმე მატჩი კვარაცხელიას გარეშე მოუწია. ამასობაში კი, ქართველი ამ შესვენებით სარგებლობს, რათა ოჯახთან ერთად იყოს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი