იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ შინ იუვენტუსს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი გახდა, რომელმაც გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეაპოლიტანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გუშინდელ მატჩს, დიდი რაოდენობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო - მათ შორის იყო მსახიობი და ტელე-სახე რუსკა მაყაშვილი, რომელიც ხვიჩას გოლის ეპიზოდში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
იხილეთ ვიდეო: