საკალათბირთო კლუბმა "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე ჯგუფისა და საერთოდ ტურნირის ფავორიტი ესპანური "ბილბაო" იყო.
მიუხედავად დიდი მონდომებისა, გამოცდილებამ მაინც თავი იჩინა და ესპანურმა კლუბმა იმარჯვა, 57:88.
მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი კორსანტიამ, მან 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 10 ქულა ჰქონდა ბექაურს, ხოლო 9 სულაბერიძეს.
ქართველები მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს, სტუმრად, ბულგარეთში "ბალკანის" წინაღმდეგ გამართავენ.