ლონდონის ჩელსიში კოულ პალმერის ძალიან ეიმედებათ, რასაც ამავე კლუბის სპორტული დირექტორის, პოლ ვინსტენლის სიტყვებიც მოწმობს.
ვფიქრობ, პალმერს შეუძლია, რომ ერთ დღესაც ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდეს. ამაში ეჭვის შეტანა არავის შეუძლია.
მან მინდორზე გამორჩეული ხასიათი შეიძინა. თქვენ ამას არამარტო თამაშებზე, არამედ ვარჯიშებზეც შეამჩნევთ.
- თქვა ვინსტენლიმ.
შეგახსენებთ, რომ 4 გოლით და 1 საგოლე გადაცემით კოულ პალმერი პრემიერ ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.