ოფიციალურად - ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი თომას ტუხელია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი თომას ტუხელია

ოფიციალურად - ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი თომას ტუხელია
16-10-2024, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი თომას ტუხელმა ჩაიბარა.

ამ თანამდებობაზე წინა წლების განმავლობაში გარეთ საუთგეიტი მუშაობდა, რომელმაც ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ გაიყვანა, თუმცა ინგლისელებმა ჯერ იტალიელებთან, შემდეგ კი ესპანელებთან წააგეს.

გთავაზობთ ტუხელის კომენტარს ახალ თავგადასავალთან დაკავშირებით:

უდიდესი პრივილეგიაა, რომ ასეთ ნიჭიერ და დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ვიმუშავებ. ამ ქვეყნის ფეხბურთთან ახლო კავშირი მაქვს. ამაყი ვარ, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გავხდი.

- თქვა ტუხელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი