საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა გუშინდელ შეხვედრაში ჩრდ.მაკედონია 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პლეიოფის საგზური მოიპოვა.
რამაზ სვანაძის გუნდი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას 52-ე წუთიდან მინიმალური სხვაობით აგებდა, მას შემდეგ კი ქართველებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და გამარჯვება მაინც მოახერხეს. აი, რას ამბობს გუნდის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე მთავარი მწვრთნელის შესახებ:
თამაშის ბოლოს გასახდელში მწვრთნელი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ასეთი მებრძოლი ხასიათის ხარჯზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო. წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ ამ ხასიათიდან მომდინარეობს.
- თქვა გაგნიძემ.
ცნობისთვის, პლეიოფში საქართველოს პოტენციური მეტოქეები ბელგია, ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი და ნორვეგია არიან. ამ სიიდან ჩვენი მეტოქე 17 ოქტომბერს გაირკვევა, მატჩები შინ და გასვლაზე კი 11-19 ნოემბერს ჩატარდება.