ქართულმა სპორტულმა გამოცემამ "სარბიელმა" გამოკითხვა ჩაატარა , რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, რჩეულები დასახელებულია 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
წლევანდელ გამოკითხვაში 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ დაასახელეს საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
წლევანდელი შედეგბით საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის” „ვალენსიაში” განათხოვრებულმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ჯამში 231 ქულა მოაგროვა და ბევრად აჯობა ჩვენი ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც 123 ქულა ერგო. მესამეადგილოსანმა, ფრანგული „ლიონის” შემტევმა და 3 გოლით ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ, ვისაც ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 31 მატჩში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, 109 ქულა დააგროვა.