სერია A-ს მწვრთნელებმა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის წლის აღმოჩენად დაასახელეს, ხოლო "ნაპოლი" სეზონის სიურპრიზად. ტრადიციული გამოკითხვა ITALPRESS-მა ჩაატარა.
სააგენტომ მწვრთნელებს სამი შეკითხვა დაუსვა: 1. რომელი გუნდია ჩემპიონატის აღმოჩენა; 2. რომელი მოთამაშეა ჩემპიონატის აღმოჩენა; 3. ვინ მოიგებს ჩემპიონატს.
გამოკითხვაში სერია A-ს 20 მწვრთნელიდან 17 მონაწილეობდა – პასუხების გაცემა მხოლოდ "ლაციოს", "მონცასა" და "რომას" მწვრთნელებმა არ ისურვეს.
კვარაცხელიას ხმა მისცა 17-დან 10-მა მწვრთნელმა, 2-მა ბალდანძი (ემპოლი) დაასახელა, ხოლო თითო-თითო ხმა ჰქონდათ სკალვინის, ბაშიროტოს, კარლოს აუგუსტოსა და ოსიმენს.