უცხოურ მედიაშ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავსტრიის ნაკრების და მადრიდის რეალის მცველმა დავიდ ალაბამ ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული ინფორმაცია მალევე უარყვეს გავლენიანმა გამოცემებმა, მათ შორის ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც.
მათი მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტრავმირებულმა მცველმა მუხლში ახალი ტკივილი იგრძნო ტყუილია - ალაბა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს აღდგენითი პროცესების გავლას და მწვანე მინდორზე დასაბრუნებლად ემზადება, თუმცა კონკრეტული დროის დასახელება ყველას უჭირს.