ჩვენმა დღევანდელმა მეტოქე ალბანეთმა წინა შეხვედრა 11 ოქტომბერს ჩეხეთში გამართა და ადგილობრივ ნაკრებთან 2:0 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა უეფაში საჩივარი შეიტანეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალბანელებმა მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე საკუთარი დროშისადმი შეურაცხმყოფელი ბანერები და პლაკატები შენიშნეს, რაც მათ ეროვნებაზე თავდასხმად მიიღეს.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გმობს იმ სამარცხვინო საქციელს, რაც ჩეხეთთან შეხვედრისას დაფიქსირდა. ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა ალბანეთის დროშას და როგორ სკანდირებდნენ რასისტულ შეძახილებს, რაც ჩვენი ქვეყნის ღირებულებებზე სერიოზულ თავდასხმად კვალიფიცირდება.
- წერია ალბანელთა საჩივარში.
სხვათა შორის, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ლაშა დვალმა ქართველ გულშემატკივარს მოუწოდა, რომ ალბანეთის ჰიმნს არ უსტვინოს მიუხედავად იმისა, რომ თავად ალბანელებმა საქართველოს ჰიმნისას გამაყრუებელი სტვენა დაიწყეს.