ალბანელებმა თავიანთი მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა საქართველოსთან მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

ალბანელებმა თავიანთი მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა საქართველოსთან მატჩის შემდეგ?

ალბანელებმა თავიანთი მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა საქართველოსთან მატჩის შემდეგ?
12-09-2024, 11:05
Aa Aa
გაზიარება:

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარციხს (0:1) შემდეგ, ალბანეთის ფანებმა არც საკუთარი ფეხბურთელები დაინდეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყების წინ, ადგილობრივი ქომაგები საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს უსტვენდნენ და ამით უპატივცემულობა გამოიჩნეს, მოგვიანებით ტრიბუნებიდან გოლის ეპიზოდში გაურკვეველ საგნებს ისროდნენ და როგორც ახლა გაირკვა, არც საკუთარ ფეხბურთელებზე დაუკლიათ ნივთების სროლა.

საქმე იმაშია, რომ ალბანელები მეკარე ტომას სტრაკოშას მისცვივდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, არადა რომ არა ტომასი, უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ.

საქმეში ტომასის უფროსი ძმა, დმიტრი ჩაერთო, რომელიც საბერძნეთის ეთნიკოსის თავდამსხმელი იყო, ერთი სიტყვით, სანამ სიტუაცია ბოლომდე დაიძაბებოდა, შვილებს წარსულში ცნობილი მეკარე ფოტაჟ სტრაკოშა გამოექომაგა და სიტუაცია განმუხტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი