საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ მორიგ შეხვედრას ტირანაში გამართავს, მეტოქე კი ადგილობრივი ალბანეთი იქნება.
ამ მომენტისთვის ალბანელები და ქართველები ჯგუფს 3-3 ქულით ლიდერობენ და 10 სექტემბრის შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
აი, რას წერენ ალბანელები ჩვენთან ჩანიშნულ დაპირისპირებაზე:
ვინც იგებს ამ მატჩს, ის იგებს ჯგუფსაც.
მთავარი კონკურენტი საქართველოა, რომელსაც ბოლო წლებში საოცარი პროგრესი აქვს.
გოლების წვიმა იქნება და მთავარი ისაა, რომ მათზე მეტი გავიტანოთ.
უკრაინას გასვლაზე მოვუგეთ და ლოგიკური იქნება, რომ ქართველები სახლში დავამარცხოთ.
არავის აქვს წინ იმხელა ნახტომი გაკეთებული, როგორიც ჩვენ გავაკეთეთ, არც საქართველოს!
საშინაო თამაშია და უნდა მოვიგოთ, სხვა არცერთი შედეგი არ განიხილება.
მაგარი გუნდია, ამას ვერ დაუკარგავ, მაგრამ ჩვენთან უნდა დაასრულონ ეს ბედნიერი სვლა.
- წერენ ალბანელები.