ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს უმამსპინძლებს.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გთავაზობთ ორივე გუნდის ჯამურ ღირებულებას Transfermarkt-ის ვერსიით.
საქართველოს 23 კაციანი შემადგენლობა გერმანულ საიტს 174 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული, რაც შეეხება ალბანეთის 26 კაციან გუნდს, მისი ღირებულება 98 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.