წყალტუბოს "სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუდოლფო ვანოლი, ასისტენტ დარიო ნუჰუსთან ერთად საქმიანობას შეუდგა.
დღეს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს წარუდგინა.
რუდოლფო ვანოლიმ, რომელსაც საკმაოდ მდიდარი და საინტერესო სამწვრთნელო კარიერა აქვს, დღეს "სამგურალში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვანოლის დებიუტი "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 20 ოქტომბერს გორის "დილასთან" მატჩში შედგება.
- წერს "სამგურალის" პრეს-სამსახური.