წყალტუბოს სამგურალს 61 წლის იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი გაწვრთნის - ინფორმაციას ამის თაობაზე კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
"ვანოლისთან ხელშეკრულება 2025 ბოლომდე გაფორმდა. იტალიელი სპეციალისტის ასიტენტად ალბანელი დარიო ნუჰუ იმუშავებს.
რუდოლფო ვანოლის ფეხბურთელობის დროს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ,,უდინეზე” და ,,ლეჩე”. მას სერია ა -ში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს შვეიცარიულ ,,მენდრისიოში” დაიწყო. შემდეგ იყო ,,ლუგანოს” მთავარი მწვრთნელი.
2006 წელს იტალიაში დაბრუნდა და უდინეზეს 19 წლამდე გუნდის მწვრთნელი გახდა.
2010 წელს იმუშავა ,,უდინეზეს” ტექნიკურ დირექტორად. მომდევნო კლუბი იყო ,,პორდენონე”, სადაც ერთი სეზონი დაჰყო და სამუშაოდ ბულგარეთში, სოფიას ,,ცსკა”-ს დირექტორად გადავიდა.
2012 წლიდან - 2016 წლამდე სლოვენიური ,,კოპერის” მთავარი მწვრთნელი იყო.
მისი მწვრთნელობის პერიოდში სლოვენიური გუნდი ევროთასებზე სტაბილურად ხვდებოდა და 2014-2015 2015-2016 წლების სეზონში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
2016 წელს სლოვენიურ ,,ოლიმპიაში” გადავიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.
2021 წლის თებერვალში ვანოლი ,,კოპერში” დაბრუნდა და 15 ივნისამდე იმუშავა.
მომდევნო წელს იტალიელმა სპეციალისტმა ტირანას ,,დინამოში” იმუშავა. ბოლოს კი იტალიური ,,სალერნიტანას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.
იტალიელი სპეციალისტი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა და დღეს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს", - წერია განცხადებაში.